Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 1 ∘ Otar Soselia ∘ The Evolution of Labor Compensation Systems in the Modern World The article reviews the modern forms and systems of labor remuneration. These systems are used in economically developed countries. Here are examples of labor remuneration systems of different countries. Labor compensation organization trend development is presented as well. Keywords: Wage Sistem; Piece-Work and Time-Based Forms of Payment: Tariff Rate; Grading System. JEL Codes: J30, J31, J38. შრომის ანაზღაურების სისტემების ევოლუცია თანამედროვე მსოფლიოში თანამედროვე საბაზრო პირობებში შრომის ორგანიზაციის სრულყოფა მნიშვნელოვანია შრომის ოპტიმალური რაოდენობისა და ხარისხის, დაგეგმილი საწარმოო შედეგების უზრუნველყოფისათვის, ასევე, შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის. სტატიაში განხილულია შრომის ანაზღაურების თანამედროვე ფორმები და სისტემები, რომლებიც გამოიყენება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. წარმოდგენილია რამდენიმე ქვეყნის შრომის ანაზღაურების სისტემის თავისებურებანი. ასევე წარმოჩენილია შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის განვითარების ტენდენციები. საკვანძო სიტყვები: შრომის ანაზღაურების სისტემა; შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის დროითი და სანარდო ფორმები; სატარიფო განაკვეთი; გრეიდების სისტემა. როგორც ცნობილია, საბჭოური სისტემის საქართველოს ეკონომიკაში, მსგასად სხვა რესპუბლიკებისა, მოქმედებდა შრომის ანაზღაურების მკაცრად რეგულირებადი ერთიანი სატარიფო სისტემა პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და შრომითი ურთიერთობისა და შრომის კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა, ორგანიზაციების უმრავლესობა კვლავინდებურად დროითი და სანარდო ხელფასის ფორმებს იყენებს, ხოლო შრომის ანაზღაურების ახალ ფორმებს ერთეულები მიმართავენ. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია მსოფლიო გამოცდილების შესწავლა და შრომის ანაზღაურების ახალი სისტემების შემდგომი აპრობაცია, რათა გაიზარდოს შრომითი მოტივაცია და, აქედან გამომდინარე, პროფესიონალიზმი, ამაღლდეს მომუშავეთა კვალიფიკაცია, გაუმჯობესდეს კოლექტივისა და მთლიანად ორგანიზაციის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეროვნული თავისებურებები და შრომითი გამოცდილება. შრომის ანაზღაურების სისტემების განვითარების ტენდენციები შრომის ანაზღაურების სიდიდის განსაზღვრისათვის საწყის ბაზად, თითქმის ყველა ინდისტრიულად განვითარებულ ქვეყანაში, იყენებენ სატარიფო სიდიდეების მცნებას, რომელიც შესაბამის სატარიფო ბადეში მოთავსებული სატარიფო თანრიგებისა და სატარიფო კოეფიციენტების გათვალისწინებით ფორმირდება. სატა- რიფო სისტემის საფუძველზე ყალიბდება თვიური ძირითადი ხელფასი, რომელსაც დამატებითი ხელფასის სახით ემატება პრემიები, დანამატები, ბონუსები და სხვა. საზღვარგარეთ დამსაქმებელი თავად ადგენს მომუშავეს დაჯილდოების წესს, რაც ფიქსირდება ლოკალურ ნორმატიულ აქტში (ხელშეკრულებაში). საზღვარგარეთ შრომის ანაზღაურების ფორმირებისადმი მიდგომა პრაქტიკულად ერთნაირია – ფასდება პირადი თვისებები, პროფესიულ-კვალიფიციური დონე, საწარმოო-ტექნიკური საკითხების განხილვისას სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინიციატივა. ზოგადად გამოკვეთილია ორი ტენდენცია. ერთი მხრივ, დამსაქმებელთა ფართო დამოუკიდებლობა შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის საკითხში, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყნის ეროვნული თავისებურებებისა და მოქალაქეთა მენტალიტეტის გათვალისწინება [1]. შრომის ანაზღაურების სისტემები ირიბად მოქმედებს ქვეყნების ეკონომიკაზე. ასე, მაგალითად, აშშ ასტიმულირებს სამეწარმეო აქტივობას ფირმების მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, როცა ასევე იზრდება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი. გრეიდების სისტემებისა და ორმაგი განაკვეთების გამოყენებით, იგი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. გერმანული პროდუქციის ტრადიციულად მაღალი ხარისხიც ისეთი შრომის ანაზღაურების სისტემების გამოყენების შედეგია, რაც მომუშავეს ხარისხის მაქსიმიზაციით ასტიმულირებს. იაპონური ფირმების შრომის ანაზღაურების სისტემები მომუშავეთა ორგანიზაციაში დამაგრებისაკენ, ანუ კადრების დენადობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამრიგად, დასავლური ტიპის შრომის ანაზღაურების სისტემების პირობებში თანამშრომელთა რეკრუტირება-გადარჩევა კონკურენციის საფუძველზე ხორციელდება, ხოლო აღმოსავლური სტრატეგია ნაკლებად აგრესიულ მოდელებს იყენებს, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰარმონიულ ურთიერთობაზეა აგებული იხ. სქემა.
ამჟამად, უცხოურ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურების ტრადიციულ სისტემებთან ერთად გავრცელებულია შრომის ანაზღაურების ინდივიდუალიზაციისაკენ მიმართული სისტემები, ე.წ. „Pay for Performance", ანუ „ეფექტიანად შესრულებისათვის საზღაური". ასეთი მოქნილი შრომის ანაზღაურების სისტემები გამოიყენება როგორც მომუშავეთა ცალკეული კატეგორიების, ასევე დანაყოფების (განყოფილებების) მიმართ. ასეთი სისტემა შეეხება ან ხელფასის ძირითად ნაწილს სატარიფო განაკვეთებისა და სანარდო განფასებების მეშვეობით, ან შრომის ანაზღაურების ცვალებად ნაწილს (მაგალითად, პრემირება, მოგების განაწილების პროგრამა, აქციების შეძენის ოფციონების პროგრამა). შრომის ანაზღაურების სისტემები და მათი თავისებურებები
ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში გამოიყოფა მომუშავეთა სამი ჯგუფი: 1. პირები, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული შესაძლებლობები და ინტელექტუალური საკუთრება. მათი ანაზღაურება ინდივიდუალური კონტრაქტით განისაზღვრება; 2. შემოქმედებითად მომუშავეები, რომლებიც არასტანდარტულ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და საგრძნობლად ზრდიან ორგანიზაციის მოგებას. მათი ანაზღაურება ხელფასისა და მასზე დარიცხული პროცენტებისაგან შედგება; 3. დანარჩენი მომუშავეები – მინიმალური შემოქმედებითი ფუნქციებით, ხელფასს და ასევე გეგმის გადაჭარბებით შესრულებისათვის პრემიას ღებულობენ. ასეთი ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულებით რეგულირდება. სადღეისოდ, განვითარებული ქვეყნების მომუშავეთა 70-80% გადაყვანილია შრომის ანაზღაურების დროით ფორმაზე, რაც ამცირებს შრომითი კოლექტივების შიგნით კონფლიქტების რიცხვს, აუმჯობესებს კოლექტივში ფსიქოლოგიურ კლიმატს და ა.შ. თანამედროვე შრომის ანაზღაურების სისტემების უმრავლესობის მიხედვით, ხეფასის სიდიდე ორი ნაწილისაგან შედგება: საბაზო (უცვლელი) და დამატებითი(- ცვალებადი), რაც მომუშავის სტიმულირებას ემსახურება [3]. მსოფლიოში გავრცელებული შრომის ანაზღაურების სისტემები არსებობს საზღვარგარეთ წარსულში გავრცელებული და თანამედროვე შრომის ანაზღაურების სხვადასხვა სისტემა. ესენია:
დასკვნა შრომის ანაზღაურების ფორმებისა და სისტემების განვითარების მსოფლიო გამოცდილებიდან შეიძლება შემდეგი დასკვნები გამოვიტანოთ:
საქართველოში მზარდი სამშენებლო სექტორისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოების პირობებში შრომის ანაზღაურების სისტემები უფრო მოქნილი, მომუშავის შრომის ხარისხის ზრდაზე, მისი მოტივაციიის ამაღლებაზე ორიენტირებული უნდა გახდეს. ამისათვის შესაძლებელია სტატიაში განხილული მსოფლიო პრაქტიკაში არსებული შრომის ანაზღაურების რიგი სისტემების (მაგალითად, განტის, ხელსის, ორიგანაკვეთის სისტემის, შრომის ანაზღაურების სანარდო-რეგრესიული სისტემა) გამოყენება. ლიტერატურა: 1. Кесслер Я., Системы оплаты труда, СПб, 2002 . 2. Жулина Е.Г., Европейские системы оплаты труда, М., 2007. 3. www.econbooks.ru/books/part/6635 |